ბოიკოტის შესაწყვეტად და უწყებათშორის კომისიაში დასაბრუნებლად უმცირესობა თეა წულუკიანს სამი პირობის შესრულებას სთხოვს. მოთხოვნები ოპოზიციამ არასამთავრობო სექტორის დღევანდელი მიმართვის საპასუხოდ დააყენა. ერთობლივ განცხადებაში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ნაციონალურ მოძრაობას" კომისიაში დაბრუნება სთხოვა, თეა წულუკიანს კი მეტი ვალდებულებისკენ მოუწოდა. "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათშორის კომისიას 11 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაემიჯნა.
Тэги:
#ბოიკოტი #უწყებათშორის_კომისია #უმცირესობა #თეა_წულუკიანი #ოპოზიცია #ნაციონალურ_მოძრაობა #ვალდებულება #ინციდენტი