პირველი არხი | განათლება
„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის საგანმანათლებლო პროექტია. სკოლის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ნახვა მეორე არხზე შეეძლებათ, რომელიც ამიერიდან სახელით - „პირველი არხი | განათლება“ იმაუწყებლებს.
ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატზე მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.